Aigo Holding - დეველოპერული კომპანია, რომელიც 2017 წლიდან ქმნის თანამედროვე, საცხოვრებელ და საინვესტიციო პროექტებს ბათუმში. 8-წლიანი გამოცდილებით, ჩვენ წარმატებით განვახორციელეთ არაერთი მასშტაბური პროექტები, როგორებიცაა: Alliance Class და West Point Line. ამჟამად მიმდინარეობს სამი ახალი კომპლექსის მშენებლობა: West Point და მომავლის სახლი ბათუმში, ასევე ექსკლუზივი გონიოში.
ჩვენს შესახებ
ჩვენი მისია
ჩვენი მისიაა თანამედროვე, უსაფრთხო და საინვესტიციო თვალსაზრისით მომგებიანი გარემოს შექმნა თითოეული მომხმარებლისთვის. ჩვენ ვაშენებთ უძრავ ქონებას, რომელიც აერთიანებს იდეალურ ლოკაციას, კომფორტსა და ხელმისაწვდომ ფასს.
ნდობა
თითოეული პროექტის მშენებლობა ხორციელდება მაღალი პასუხისმგებლობითა და გამჭვირვალე პროცესებით, რომელიც ამყარებს ნდობას ჩვენსა და მომხმარებელს შორის.
ხარისხი
ხარისხი ჩვენს თითოეულ დეტალში ჩანს - გამძლეობა, უსაფრთხოება და თანამედროვე სტანდარტები ქმნის გარემოს, სადაც ცხოვრება კომფორტულია.
მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა
ჩვენ არ ვქმნით მხოლოდ პროექტებს - ვქმნით სივრცეებს, რომლებიც მორგებულია მომხმარებლების საჭიროებებზე, ცხოვრების სტილსა და სამომავლო გეგმებზე.
გამოცდილება
8 წლიანი გამოცდილება, ნდობა, წარმატებული პროექტები და პროფესიონალი გუნდი გვაძლევს შესაძლებლობას, დავგეგმოთ, ავაშენოთ და შევქმნათ საცხოვრებელი და საინვესტიციო კომპლექსები.
მაღალი ხარისხის მშენებლობა
„აიგო ჰოლდინგი“-ს მთავარი პრიორიტეტი ჩვენი მოხმარებლებისთვის უსაფრთხო, ხარისხიანი და მშვიდი გარემოს შექმნაა. 8 წლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში და 500-ზე მეტი კმაყოფილი მობინადრე კი - ჩვენი მაღალი სტანდარტის მთავარი ინდიკატორია. მშენებლობისას მიღებული არქიტექტურული და კონსტრუქციული გადაწყვეტილებები შემუშავებულია საერთაშორისო ნორმებისა და მაღალი სტანდარტების დაცვით.
პარტნიორობა და მხარდაჭერა
ჩვენთვის მომხმარებელთან ურთიერთობა ისეთივე დიდი პასუხისმგებლობაა, როგორიც ხარისხიანი პროექტების მშენებლობა. კომუნიკაციის პროცესი კი პროფესიონალური, მარტივი და სრულიად გამჭვირვალეა. ჩვენი გაყიდვების მენეჯერები შეგარჩევინებენ სასურველ ბინას და დაგეხმარებიან თანმდები პროცესების ეფექტურად წარმართვაში.
ბათუმი - საინვესტიციო ჰაბი
ბათუმი - რეგიონი, სადაც ტურიზმი ყოველწლიურად ვითარდება და მოთხოვნა უძრავ ქონებაზე მუდმივად იზრდება. აიგო ჰოლდინგის პროექტები შენდება ქალაქში, სადაც პრესტიჟული ადგილმდებარეობა, განვითარებული ინფრასტრუქტურა და მზარდი საინვესტიციო პოტენციალი მთავარი მახასიათებლებია.
ხშირად დასმული კითხვები
იპოვე პასუხები AIGO HOLDING-ის სერვისებთან და შეძენის პროცესთან დაკავშირებულ ხშირად დასმულ კითხვებზე.
სად მდებარეობს აიგო ჰოლდინგის პროექტები?
- West Point - ბათუმი, ახალი ბულვარი, ზღვიდან 300 მეტრში. მისამართი: ანგისის 44
- Momavlis Sakhli - ბათუმი, ახალი ბულვარი, ზღვიდან 300 მეტრში. მისამართი: ანგისის 48
- Exclusive - გონიო, ზღვიდან 400 მეტრში, მისამართი: ანდრია პირველწოდებულის 51ა
სად მდებარეობს გაყიდვების ოფისი?
ჩვენ გვაქვს ორი გაყიდვების ოფისი.
1. სათაო ოფისი - ბათუმი, ბაგრატიონის 196ა
2. ოფისი მიმდინარე პროექტის გვერდით - ანგისის 44
როგორია გადახდის პირობები?
გადახდის პირობები განსხვავდება პროექტის მიხედვით.
დაგვიკავშირდით დეტალური ინფორმაციის მისაღებად.
როდის დასრულდება მშენებლობა?
- West Point მშენებლობა დასრულდება 2026 წლის პირველ კვარტალში
- Momavlis Sakhli მშენებლობა დასრულდება 2026 წლის მეოთხე კვარტალში
- Exclusive მშენებლობა დასრულდება 2026 წლის მეოთხე კვარტალში
რა მდგომარეობაში ბარდება ბინები?
ბინები ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობაში
რამდენ სართულიანია პროექტები?
- West Point – 25 სართული
- Momavlis Sakhli – 14 სართული
- Exclusive – 10 სართული
არის თუ არა საპარკინგე სივრცეები?
დიახ, სამივე პროექტში გათვალისწინებულია საპარკინგე სივრცეები.
შესაძლებელია თუ არა ხელშეკრულების დისტანციურად გაფორმება?
დიახ, მომხმარებელს შეუძლია ხელშეკრულება ონლაინ გააფორმოს.